Faberlic – უმსხვილესი რუსული კომპანია პირდაპირი გაყიდვების ბაზარზე, უნიკალური დაპატენტებული ჟანგბადის კოსმეტიკის მწარმოებელი, რომელსაც გადააქვს ჟანგბადი კანის სიღრმისეულ ფენებში. ამ ტექნოლოგიამ ნამდვილი გარღვევა მოახდინა კანის მოვლისა და გაახალგაზრდავების ინდუსტრიაში.

Faberlic-ის ასორტიმენტში - კანის და თმის მოვლის სრული გამა, ექსკლუზიური ფრანგული პარფიუმერია, დეკორატიული კოსმეტიკა, პროდუქცია სახლისა და ჯანმრთელობისათვის, ტანსაცმელი და მრავალი სხვა. კომპანია აწარმოებს 1000-ზე მეტი დასახელების პროდუქტს , გააჩნია 30 პატენტი და შედის მსოფლიოს „Top-100 კოსმეტიკური კომპანიის“ სიაში.

FABERLIC-ის წარმომადგენლობა გახსნილია
В მსოფლიოს 23 ქვეყანაში!

1 000 000 ადამიანზე მეტი, რომელიც
თანამშრომლობს კომპანიასთან ევროპასა და აზიაში.

ათეულობით მილიონი მომხმარებელი - მამაკაცი თუ ქალი, რომელიც ყოველდღიურად სიამოვნებით მოიხმარს Faberlic-ის პროდუქციას.

უნიკალური ტექნოლოგიები

ფაბერლიკი არის ექსპერტი კანის მოვლის კოსმეტიკური საშუალებების სფეროში. კომპანიის თანამშრომლები საფუძვლიანად იკვლევენ კანის სხვადასხვა პრობლემებს, შემდეგ მეცნიერული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, აწარმოებენ ეფექტურ ინოვაციურ საშუალებებს.

FABERLIC-ის წარმოება

Faberlic-ის კუთვნილი ქარხანა აღჭურვილია მოწინავე ეკოლოგიური ტექნიკით. პროდუქცია იწარმოება ხარისხის ყველაზე მკაცრი საერთაშორისო სტანდარტებით და ყოველთვის მოწმდება უსაფრთხოებაზე.

სამეცნიერო კვლევათა ცენტრი

Faberlic-ის მეცნიერთა ჯგუფი მუდმივად აუმჯობესებს პროდუქციას, ხოლო კოსმეტიკის რეცეპტურების და წარმოებისადმი მეცნიერული მიდგომა ჭეშმარიტად ინოვაციური საშუალებების შექმნის საშუალებას იძლევა. სამეცნიერო კვლევათა ცენტრის აქტივშია 30-ზე მეტი პატენტი კოსმეტოლოგიის სფეროში.

ხარისხი და ხელმისაწვდომობა

Faberlic-ის საკუთარი წარმოება, დაფუძნებულია ხარისხის ევროპულ სტანდარტებზე და აღჭურვილია ყველაზე მოწინავე და ეკოლოგიური ტექნიკით, კოსმეტიკის წარმოების, დაფასოების და შეფუთვის ავტომატური ხაზით. საწარმოო ფართობის პოტენციური მასშტაბით და სიმძლავრის დონით Faberlic-ის ქარხანა შედის რუსეთის უმსხვილეს კოსმეტიკის მწარმოებელთა რიცხვში. ეს ყველაფერი მასიური მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის და ხელმისაწვდომი პროდუქციის მიწოდების საშუალებას გვაძლევს, ხოლო პროფესიონალი კონსულტანტების განშტოებული ქსელი მომხმარებლებისთვის პროდუქციის სწრაფად მიწოდების და კონსულტირების საშუალებას იძლევა.